• მთავარი
  • Home
  • გუნდი
  • TEAM
  • მისია
  • MISSION
  • განცხადებები
  • Statements
  • პუბლიკაციები
  • PUBLICATIONS
  • More
    • მთავარი
    • Home
    • გუნდი
    • TEAM
    • მისია
    • MISSION
    • განცხადებები
    • Statements
    • პუბლიკაციები
    • PUBLICATIONS
  • მთავარი
  • Home
  • გუნდი
  • TEAM
  • მისია
  • MISSION
  • განცხადებები
  • Statements
  • პუბლიკაციები
  • PUBLICATIONS

მ ი ს ი ა

საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან ან უსამართლოდ იქნენ გათავისუფლებულნი დიპლომატიური სამსახურიდან. 


საზოგადოება თავისი საქმიანობით მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილებისა და დაგროვილი ინსტიტუციური მეხსიერების საფუძველზე საგარეო პოლიტიკური მოვლენების ანალიზს და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. ამავდროულად, საზოგადოების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე რეაგირება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არსებული ეროვნული კონსენსუსის რღვევისაკენ.


საზოგადოების წევრებს მტკიცედ სწამთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველს. 


საზოგადოება მოქმედებს სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ხელმძღვანელობს ეროვნულ ინტერესებსა და საერთო პროფესიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვით.

 

საზოგადოება ღიაა ყველა დიპლომატისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიის სულისკვეთებას, ხედვას და ფასეულობებს.

Copyright © 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

Powered by

This website uses cookies.

We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.

Accept