• მთავარი
  • Home
  • გუნდი
  • TEAM
  • მისია
  • MISSION
  • განცხადებები
  • Statements
  • პუბლიკაციები
  • PUBLICATIONS
  • More
    • მთავარი
    • Home
    • გუნდი
    • TEAM
    • მისია
    • MISSION
    • განცხადებები
    • Statements
    • პუბლიკაციები
    • PUBLICATIONS
  • მთავარი
  • Home
  • გუნდი
  • TEAM
  • მისია
  • MISSION
  • განცხადებები
  • Statements
  • პუბლიკაციები
  • PUBLICATIONS

გუნდი

  

სალომე აქუბარდია

2010-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. ფლობს რამდენიმე მაგისტრის ხარისხს და არის ევროპის კოლეჯის კურსდამთავრებული. 


ნინო ბააკაშვილი 

1999-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა დეპარტამენტებს, მათ შორის იუნესკოსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ საკითხთა, საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან თანამშრომლობის და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტებს. 2014 წლიდან იგი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის, ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი, ასევე საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი. ამასთანავე, სხვადასხვა პერიოდში, იგი მუშაობდა საქართველოს საელჩოებში საბერძნეთის, ლატვიისა და პოლონეთის რესპუბლიკებში, როგორც მრჩევლის, ისე უფროსი მრჩევლის თანამდებობებზე. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის რანგი.


ნინო ბალავაძე

2011-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით. ეკავა სხვადასხვა პოზიციები როგორც ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ისე სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროპის საბჭოს სამმართველოში.


დავით ბაზერაშვილი 

2012-2025 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან მარინოს რესპუბლიკაში, რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. ასევე იყო საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ევროკავშირის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი.  


მეგი ბენია

თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის 2020-2025 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ პერიოდში მისი საქმიანობა ძირითადად უკავშირდებოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ფართო შავი ზღვის, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ასევე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს.


ოთარ ბერძენიშვილი

1999-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკებში, კორეის რესპუბლიკაში და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სამინისტროში ეკავა ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა და ასევე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


გიორგი ბუაჩიძე 

1997-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვადასხვა პოზიციები ეკავა. იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის უფროსი მრჩეველი; ასევე აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.


გიგი გიგიაძე

1997 - 2021 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ევროპულ საქმეთა დეპარტამენტსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში. 2014-2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე კურირებდა საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ათენსა და ბერლინში. 2021 წლის მარტამდე იყო საქართველოს ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


ნიკოლოზ გოგიტიძე 

1997-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში.  იყო საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გენერალური კონსული ტრაბზონში და თესალონიკში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 


ალექსანდრე გოგოლაძე

2013-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეკავა სხვადასხვა პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტებში. ასევე, მსახურობდა საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში უკრაინასა და სომხეთის რესპუბლიკაში. 


მიხეილ დარჩიაშვილი

2001-2013 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეკავა სხვადასხვა პოზიცია სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ. მათ შორის, ნატოსთან საქართველოს მისიაში პირველი მდივნისა და მრჩევლის, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოსტები. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ამ თანამდებობაზე იგი კურირებდა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობების, მათ შორის ნატოში ინტეგრაციისა და აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს.


ირაკლი ვეკუა

2009-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიის რესპუბლიკაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2014-18 წლებში იკავებდა წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს მრჩევლის პოზიციას. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების საკითხებზე. 


თინათინ თაბუკაშვილი

2009-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ეკავა სხვადასხვა პოზიციები - ამერიკის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ამერიკის სამმართველოსა და დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოში. მინიჭებული აქვს მრჩევლის დიპლომატიური რანგი. 


თამარ კაკულია

2018 - 2025 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტსა და აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტში, ასევე საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 


ირაკლი ლაითაძე

აქვს დიპლომატიური მუშაობის ცამეტწლიანი გამოცდილება. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს მისიაში. იყო ევროკავშირის და ორმხრივი ევროპული ურთიერთობების პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.


მარიამ მაისაია

1997-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი; სტრასბურგში ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის, ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.


თეა მაისურაძე

2006-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში და ჩეხეთის რესპუბლიკაში. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ეუთოს სამმართველოს უფროსი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


ეკატერინე მეგრელიშვილი

2009-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ეკავა სხვადასხვა პოზიციები დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების და ევროპის დეპარტამენტებში. მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის რესპუბლიკაში და უკრაინაში.


თინათინ მიქიაშვილი

2010-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, აშშ-საქართველოს საელჩოში, მუშაობდა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. 2025 წლის ჩათვლით იკავებდა ამერიკის დეპარტამენტის აშშ-ის და კანადის სამმართველოს უფროსის თანამდებობას.


ვასილ რუბაშვილი 

2003-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მიმართულებით. იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი. 


დავით სოლომონია 

აქვს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში საქართველოს წარმოადგენდა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოში. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ევროინტეგრაციის, მინისტრის სამდივნოს, აგრეთვე ტერიტორიული და ფუნქციური დეპარტამენტების სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.


ოლგა სპირანდი 

საქართველოს საჯარო სამსახურში მუშაობდა 2007-2025 წლებში. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში - ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს, რაზეც ის სახელმწიფო მინისტრის აპარატში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.


თორნიკე ფარულავა

2002-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა დროს იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე და უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. მინიჭებული აქვს დესპანის დიპლომატიური რანგი.


ნინო ფიფია

2012 - 2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეკავა სხვადასხვა პოზიციები ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნების სამმართველოში, ასევე საქართველოს საელჩოებში არგენტინის რესპუბლიკასა  და რუმინეთში.


თეა ქარჩავა 

1998-2025 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტებში სხვადასხვა თანამდებობაზე. მათ შორის, სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში და საქართველოს საელჩოში საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამთავროში, იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.


გიორგი ქობელაშვილი

2017-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ პერიოდში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის, მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში. 2023-2025 წლებში იკავებდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას, სადაც შეთავსებით ასრულებდა კონსულის მოვალეობებს.


ნატა ქორიძე 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მსახურობდა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. მუშაობდა საქართველოს შემდეგ მიმართულებებზე - ევროკავშირში ინტეგრაცია, კონფლიქტების მოგვარება, არაღიარების პოლიტიკა და ნატოში ინტეგრაცია. იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის მრჩეველი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ეკავა ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია და ასევე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.


ნინო ყამარაული 

2006-2025 წლებში მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის, იკავებდა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის რეგიონის სამმართველოს უფროსის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციებს. 


სალომე შაფაქიძე

2011-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მისი საქმიანობა სხვადასხვა ეტაპზე მოიცავდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებს. ეკავა ევროინტეგრაციის საკითხებში გენერალური დირექტორის, ნატოს სამმართველოს უფროსის და სხვა პოზიციები. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს დესპანის დიპლომატიური რანგი.


ნინო შეყრილაძე

2005-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე მდგრადი განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე. ეკავა გაერო-ს სამმართველოს უფროსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციები. იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული, აგრეთვე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი. წარმოადგენდა საქართველოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში. იყო გაერო-ს მოსახლეობისა და განვითარების კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიათა თანამეგობრობის დემოკრატიასა და ტექნოლოგიებზე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.


ნინო ჩაჩავა 

2000-2022 წლებში მსახურობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ვენასა და ბერლინში. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მისი საქმიანობა სხვადასხვა ეტაპზე მოიცავდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს და ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებას. 2010-2018 წლებში ეკავა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმართველოს უფროსის პოზიცია.


თამარ ჩაჩიბაია 

2007-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავდა რამდენიმე სხვადასხვა დეპარტამენტსა და მიმართულებას, მათ შორის, საკონსულო დეპარტამენტს, რუსეთის დეპარტამენტს, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტს და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტს. 2025 წელს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროპის საბჭოს სამმართველოს მრჩევლის პოზიცია ეკავა. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რაგნი.


ანა ჩიტალაძე

2021-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტსა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში.


შალვა ცისკარაშვილი

1997 - 2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, ხელმძღვანელობდა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტს და ჟენევაში გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მისიას.  ეკავა საგანგებო დავალებათა ელჩისა და ნიუ-იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


მამუკა ციხელაშვილი

1995-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროში ეკავა საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა და ასევე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. 2012-2017 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


გიორგი წიქარიშვილი

2005-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საფრანგეთში საქართველოს კონსული; ასევე მუშაობდა იორდანიაში და რუმინეთში საქართველოს საელჩოებში მრჩევლის თანამდებობაზე. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ეკავა სხვადასხვა პოზიციები, მათ შორის მუშაობდა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.


ნინო ხარაძე

საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში იყო 2002-2022 წლებში. დიპლომატიური 2002-2022 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით; ლონდონში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოს ალტერნატიული მუდმივი წარმომადგენელი; კანადაში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვას დესკ-ოფიცრად, მეზობელი ქვეყნებისა და სუამ-ის სამმართველოს უფროსად, ასევე ამერიკის დეპარტამენტში კანადასა და აშშ-სთან ურთიერთობების მიმართულებით. დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მუშაობდა კულტურის, პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საკონსულო საკითხებზე.


მაკა ხვადაგიანი 

2006- 2019 წლებში მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. პერიოდულად იყო აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანულენოვანი ქვეყნების დესკ-ოფიცერი. 2013-2017 წლებში იმყოფებოდა დიპლომატიურ როტაციაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე (პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებები).


ბიძინა ჯავახიშვილი

2004 - 2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მისი საქმიანობის დიდი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდებოდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროკავშირში საქართველოს მისიაში ბრიუსელში, მათ შორის 2016-2018 და 2021-2024 წლებში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ასევე ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს უფროსი.


თეა ჯანაშია

2003-2025 წლებში მსახურობდა საქართველოს საჯარო სამსახურში, მათ შორის 2003-2014 წლებში - აფხაზეთის ა/რ მთავრობაში სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2017-2025 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოში უსაფრხოების პოლიტიკისა და შეიარეღებაზე კონტროლის დეპარტამენტში.


თეიმურაზ ჯანჯალია 

1998-2024 წლებში მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. ასევე, სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთოების დეპარტამენტის დირექტორი და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

Copyright © 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

Powered by

This website uses cookies.

We use cookies to analyze website traffic and optimize your website experience. By accepting our use of cookies, your data will be aggregated with all other user data.

Accept