top of page
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება
მოსაზრებები


საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები
გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასავლელი პარტნიორი და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდამჭერია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანდათან გაფართოვდა და მოიცვა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. 2014 წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ჩამოყალიბებით - მაღალი დონის ფ


რუსეთის სტრატეგიული უკუსვლა საქართველოს სამეზობლოში
რუსეთი ტრადიციულად ცდილობს მეზობელ ქვეყნებში საკუთარი გავლენის შენარჩუნებასა და გაფართოებას, მათი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ინტერესების შელახვის ხარჯზე. ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს შეეჯახა, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამასთან, რეგიონში რუსეთის პოზიციების ცვლილების ტენდენცია იკვეთება თურქეთთან ურთიერთობებშიც, სადაც ანკარის მზარდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ამბიციების ფონზე მოსკოვის გავ


საქართველო და ევროსაბჭო - ბოიკოტის ფასი
2025 წლის იანვარში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 29 იანვრის რეზოლუციით, ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება წინაპირობებით მოახდინა. კერძოდ, დელეგაციის მანდატების სრული რატიფიცირება გადავადდა, სანამ ქვეყანა არ შეასრულებდა დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად წაყენებულ კონკრეტულ პირობებს. რეზოლუციით გათვალისწინებული პირობების შესრულების ნაცვლად, საქართველოს დელეგაციამ არ


შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა
შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატრანზიტო კვანძად აყალიბებს. გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე, შუა დერეფნის სრული განვითარება არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან მსოფლიო სულ უფრო მეტად ეძებს ალტერნატიულ და უსაფრთხო სატრანსპორტო მარშრუტებს. საიმედოობა ხშირად უფრო საგულისხმო ხდება, ვიდრე მხოლოდ ტრანსპორტირების სიჩქარე ან ღირებულება. გლობალური კონტექსტი: რატომ


აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი ფასდაუდებელია, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში გამოიხატება. ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისიც, რომ აშშ-მა საქართველოსთვის დღემდე 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გასწია. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესების და „ქართული ოცნების“


საქართველო და ნორდიკული ქვეყნები
ნორდიკული ქვეყნები - შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი და ისლანდია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორები არიან. ხუთივე ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც ისინი არა მხოლოდ მუდმივად აფიქსირებენ პოზიციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რე
განცხადებები


33 წელი სოხუმის დაცემიდან
27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემამ და რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით მოქალაქე საკუთარი სახლიდან იძულებით განდევნა. ეს იყო და რჩება ტრაგედიად, რომელმაც ათწლეულებით განსაზღვრა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი. სამხედრო განზომილებაში, სოხუმის დაკავება პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის რეგულარული არმი


1989 წლის 23 აგვისტოს „ბალტიური გზა“
დღეს, 23 აგვისტოს, ჩვენი ბალტიელი მეგობრები, „ბალტიური გზის“ 37-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიის სამი სახელმწიფოს მოქალაქეები - ესტონელები, ლატვიელები და ლიეტუველები, ტალინიდან, რიგის გავლით, ვილნიუსამდე თითქმის 700 კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში დადგნენ და „ბალტიური გზა“ შეკრეს. ამ დღეს ორი მილიონი ადამიანი თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის იდეის გარშემო გაერთიანდა. მხარდამჭერი სოლიდარობის აქციები კი მსოფლიო


2008 წლის აგვისტოს ომი
7 აგვისტოს 18 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან. სამხედრო აგრესიით, სუვერენული სახელმწიფოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, განხორციელებული ეთნიკური წმენდით და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. 18 წლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ მოქმედებებს და სხვა აგრესიულ ნაბიჯ


უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გაიხსნა
დღეს, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა, რაც ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველოსთან კი ეს პროცესი, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებით, სრულიად გააზრებულად და მიზანმიმართულად არის შეჩერებული, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ურყევი ნების უგულებელყოფით. ეს მეტად საგულისხმო და დამაფიქრებელი შეხსენებაა იმ ისტორიული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც საქართველომ, როგორც ერთ დროს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ლიდერმ


გაეროში საქართველოს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით
მიმდინარე წლის 4 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ სახელმწიფოსადმი, რომელმაც მხარი დაუჭირა და დაასპონსორა რეზოლუცია. საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დაფიქსირებული მხარდამჭერი და პრინციპული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ არის სა


26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი ქართველი ერის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. 108 წლის წინ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ და თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიულმა არჩევანმა განსაზღვრა საქართველოს დღევანდელი გზაც. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო არენაზე სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის იმიჯის დასამკვიდრებლად. საქართ
bottom of page
